მოსწავლეები პანდემიის პირისპირ საქართველოსა და მოლდოვაში

საქართველოში, მოსწავლეების 20% (113 940 მოსწავლე), მოლდოვაში კი 16% (52 800 მოსწავლე), Covid-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ სასკოლო განათლების გარეშე დატოვა. როგორ გაუმკლავდა ეპიდემიით გამოწვეულ სირთულეებს განათლების სისტემა საქართველოსა და მოლდოვაში და როგორ იქცა საყოველთაოდ აღიარებული განათლების უფლება, პრივილეგიად, ნახეთ ClickMedia-სა და IWPR Georgia-ს ერთობლივ პროექტში. 

მოსწავლეები პანდემიის პირისპირ საქართველოში

პროექტის ამ ნაწილში, ქართველ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მათს მშობლებს თბილისიდან, გურიიდან და წეროვნის დევნილთა დასახლებიდან შეხვდებით. მათი ისტორიები განათლების მიღების სირთულეებს, ტექნიკურ გამოწვევებს, თანადგომისა და მხარდაჭერის შემთხვევეზე გვიყვება.

მოსწავლეები პანდემიის პირისპირ მოლდოვაში

რა გამოწვევების წინაშე არიან დისტანციური სწავლების პროცესში მოსწავლეები მოლდოვაში, ნახეთ პროექტის ამ ნაწილში.

რას ამბობენ ექსპერტები ?

Საქართველოში მასწავლებლების 25%-მა (13 126 მასწავლებელმა) დისტანციური სწავლებისთვის შერჩეულ Microsoft Teams პლატფორმაზე რეგისტრაცია არ გაიარა. ტექნიკური ხარვეზების გამო, რომლებიც ძირითადად ინტერნეტის ხელმისაწვდომობასა და ქსელში გამართულად ჩართვას უკავშირდებოდა, გაკვეთილების  ნაწილი ვერ ან ნაწილობრივ ტარდებოდა.ოფიციალური მონაცემების დამუშავებით, ჩანს, რომ იმ ბავშვებიდან, რომლებიც ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირდნენ, 14 %-ს არ ჰქონდა კომპიუტერული ან სხვა სახის მოწყობილობა, რომლითაც გაკვეთილებს დაესწრებოდნენ. განათლების სამინისტროს მონაცემებს არაზუსტს უწოდებენ სპეციალისტები. დამოუკიდებელი კვლევებით, რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისო ურთიერთობების ცენტრმა ატარებს, რიცხვები გაცილებით მაღალია. ირკვევა, რომ საგაკვეთილო პროცესში, საგაზაფხულო სემესტრის დროს, აქტიურად მხოლოდ მოსწავლეთა ნახევარი, 50% იყო ჩართული. საშემოდგომო სემესტრის მონაცემები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ორგანიზაციას არ მისცა. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიუხედავად, მონაცემები სამინისტრომ არც  “ClickMedia-ს” მოგვაწოდა.
2020 წლის მარტიდან ონლაინ სწავლებაზე გადავიდა მოლდოვაც. ევროპაში ერთერთი ღარიბი ქვეყნისთვის, საქართველოს მსგავსად, ინტერნეტთან წვდომა პრობლემა იყო როგორც სოფლად, ასევე დიდ ქალაქებში. სპეციალისტების ინფორმაციით, კომპიუტერები მხოლოდ 2500 მასწავლებელს გადასცეს, ანუ თითო სკოლაში ერთი ან ორი კომპიუტერი მიიტანეს. არასამთავრებო  ორგანიზაციების მონაცემებით, კომპიუტერით საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობას მოსწავლეთა ნახევარი ვერ იღებდა, ოფიციალური მონაცემებით, კი, მოსწავლეთა 16%-ს დისტანციურ სწავლებაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ოფიციალური მონაცემები არაზუსტია და დისტანციური სწავლების დროს, განათლების მიღება მოლდოვაში გაცილებით მეტმა მოსწავლემ ვერ შეძლო. 

საქართველოსა  და მოლდოვაში მასწავლებლებისთვის, ისევე როგორც მოსწავლეებისთვის, დისტანციურად სწავლა/სწავლება უცნობი სიახლე იყო. განათლების სფეროს სპეციალისტები თანხმდებიან, რომ სისტემამ დისტანციური სწავლება ხარვეზებით დაიწყო, რომელთა გამოსწორება არც მეორე ეტაპზე მოხდა. სკოლები, საგაზაფხულო ონლაინ-სემესტრის შემდეგ, ზაფხულის არდადეგებისთვის ჩვეულ რეჟიმში დაიხურა. 2021 წლის 15 სექტემბერს კი სწავლა შერეული, ჰიბრიდული მეთოდით განახლდა. მკვლევრების შეფასებით, სამინისტრომ ზაფხულში ონლაინ სწავლებისთვის საჭირო ნაბიჯები არ გადადგა, შედეგად კი, სისტემა სექტემბერს იმავე პრობლემებით, მოუმზადებელი შეხვდა. “განათლება იყო ფორმალური”- ასე ახასიათებენ სპეციალისტები პანდემიერ სასწავლო წელს საქართველოსა და მოლდოვაში.

დისტანციურმა სწავლებამ, ორივე ქვეყანაში, კიდევ უფრო გაზარდა სოციალური უთანსწორობა. მოსწავლეების  ნაწილისთვის, რომლებიც შეჭირვებული ოჯახებიდან არიან, სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის. ასეთი მოსწავლეები განათლების სისტემის მიღმა და სოციალიზაციას მოკლებულები აღმოჩდნენ. ონლაინ სწავლება განსაკუთრებულად რთული იყო მრავალშვილიან ოჯახებში, სადაც საკმარისი არც ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობა და არც სივრცე იყო. მეორე მხრივ კი, ბავშვები სოციალურად შეძლებული ოჯახებიდან პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ. ისინი ნაკლებ დროს ხარჯავდნენ სასკოლო გაკვეთილებში და მეტს-კერძო რეპეტიტორებთან. თაობებს შორის ჩამორჩენა აშკარა იქნება პროგნოზირებენ სპეციალისტები.საქართველოსა და მოლდოვაში  2019-2020  სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადებულა.

ვიზუალურ დროის ხაზზე პანდემიის ერთი წელი ოთხთვიან პერიოდებად არის დაყოფილი.  თითოეულ შუალედში ორი ქვეყნის: საქართველოსა და მოლდოვას  განათლების სამინტროების მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს ნახავთ, და რაც საშუალებას მოგცემთ სასკოლო განათლების წარმართვისთვის პასუხიმგებელი  პირების, გაწეული სამუშაოს ეფექტურობა შეაფასოთ. მეტი ინფორმაციისთვის ClickMedia-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორივე ქვეყანაში მიმართა. მოლდოვაში  ინფორმაცია მივიღეთ. საქართველოში კი სამინისტროს მონაცემები არ მოუწოდებია. დროის ხაზის საქართველოს ნაწილი ინტერტის ღია წყაროებს ეყრდნობა. 

დასკვნა

Საქართველოსა და მოლდოვაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პანდემიით გამოწვეული პრობლემებზე რეაგირება და მათი გადაჭრა დააგვიანა. 

საქართველოში 113 000 მოსწავლესა და 13 000 მასწავლებელზე მეტი, მოლდოვაში კი 52 800 მოსწავლე, განათლების სისტემის მიღმა რამდენიმე  მიზეზით აღმოჩნდა : 

  •  არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტთან და ტექნიკურ აღჭურვილობასთან 
  • არ ფლობდნენ საჭირო ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.
  • მასწავლებლები  არ იყვნენ მზად დისტანციური სწავლებისთვის. 

ექსპერტები ფიქრობენ, რომ პასუხისმგებელი უწყებები გამოწვევებს ფეხს ვერ უწყობენ. 

მთელი თვის განმავლობაში ClickMedia ოფიციალური ინფორმაციას  ითხოვდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, რომელიც ამ დრომდე არ მიგვიღია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ოფიციალურ უწყებას ან არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია, ან არ ასაჯაროებენ. ონლაინ განათლების დანერგვისთვის კი გასული ერთი წლის მონაცემების გაანალიზება უმნიშვნელოვანესია.